fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

დაუჯერებელი ამბავი: მამა საკუთარ ქალიშვილს აიძულებდა პროსტიტუციით დაკავებულიყო

შოკისმომგვრელი ამბავი მხოლოდ ახლახანს გამომჟღავნდა, თუმცა ეს ყველაფერი სამი წლის მანძილზე გრძელდებოდა. მამა საკუთარ 14 წლის შვილს აიძულებდა პროსტიტუციით დაკავებულიყო და ამის სანაცვლოდ ის 5 ევროს იღებდა.

საბოლოოდ გოგონამ დუმილი დაარღვია და მამა ნათესავებთან ამხილა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ძირითადად მოხუცები მიმართავდნენ და ისინი ერთი და იგივე ხალხი იყვნენ, ერთი და იგივე ოჯახებიდან. ამავე წყაროს ინფორმაციით, საფასური 5-დან 20 ევრომდე იყო.

მას შემდეგ, რაც მოზარდი ალაპარაკდა, ნათესავებმა პოლიციას შეატყობინეს და დამნაშავე დააკავეს. ის კუნძულ კოზე გააგზავნეს.

ცნობილია, რომ მამაკაცი ცოლმა რამდენიმე წლის წინ მიატოვა.

onalem

ტესტ