fbpx
საზოგადოება

დაუჯერებელი: 38 წლის ფრანგმა კუნძულ სანტორინზე თავის თავზე იქორწინა

მას შემდეგ, რაც საქმრომ მიატოვა, 38 წლის ფრანგმა ქალმა კუნძულ სანტორინზე საკუთარ თავზე დაქორწინება გადაწყვიტა.

ძალიან ვიწრო წრეში, მხოლოდ მეგობრებისა და მშობლების გარემოცვაში, მშვენიერ ბერძნულ კუნძულზე ცერემონია შედგა, თუმცა წყვილის გარეშე. ამ ყველაფერში კი 22, 000 ევრო დაიხარჯა.

მისმა საქმრომ ლეტისიასთან დაშორება 2018 წლის თებერვალში გადაწყვიტა, მაშინ, როცა ქორწილისთვის ყველაფერი უკვე მზად იყო და მაისში უნდა შეუღლებულიყვნენ.

“მე ისევ მტკივა და ყოველთვის მეტკინება, მაგრამ ცხოვრება საჩუქარია და ბედნიერი უნდა ვიყო,” ამბობს ლეტისია. “არ შეგვიძლია წავშალოთ რომელიმე დღე, ამიტომ, მე მჭირდება გადავაქციო ის რაიმე სასიამოვნოდ. ეს ჩვეულებრივი ქორწინება იყო, უბრალოდ სიძის გარეშე.”

onalem

ტესტ