დარეჯან ღამბაშიძის მიმართვა საქართველოს მთავრობას

საქართველოს პრემიერ- მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ბატონ სერგეენკოს და ყველა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს ,რომლებიც ემიგრაციაზე მუშაობენ.

.ქ. ათენის ქართული სახლი შეძლებისდაგვარად უწევს ემიგრაციაში მყოფ, ჩვენს თანამემამულეებს საჭირო სოციალურ დახმარებას,არსებობს კრიზისული მდგომარეობები , რომელსაც ორგანიზაციის ხელმძღვანელები რეალურ სიტუაციას დამოუკიდებლად ვეღარ ვუმკლავდებით, არც თუ ისე დიდი ხნის წნათ მივმართეთ მთავრობას შეექმნათ საგანგებო სიტუაციის კომისია,რომელიც განსაკუთრებული საფრთხის შემცველი იქნებოდა, თუმცა პასუხისთვის თავი არავის შეუწუხებია.
კვლავ, ამ საგანგებოო სიტუაციიდან გამომდინარე, ისევ გაწუხებთ: ათენის ორ საავადმყოფოში იმყოფება ორი მომაკვდავი ადამიანი, რომლის ოჯახებს არა აქვთ, მათი საქართველოში გადაყვანის თანხები,ბერძენ ექიმებს სხვა რა შეუძლიათ, მათი დახმარება ის იყო, რომ ერთ-ერთი მათგანი,თანხა რომ არ გადაეხადა გადაიყვანეს ონკოლოგიურ განყოფილებაში.
უმძიმესია მეორე ავადმყოფის მდგომარეობაც.უსაშველოა მათი ოჯახების მოლოდინი. ნუთუ მათ ოჯახებს, ან ჩვენ ემიგრანტებს, ჩვენი გადმორიცხული თანხებით არ გაგვიზრდია ბიუჯეტი? ნუთუ ემიგრანტი,რომელიც საქართველოს ბიუჯეტისთვის ნამდვილად ღირებული ინდივიდია ღირსი აღარაა მომაკვდავი ადამიანი ცოცხალი მაინც დაუბრუნდეს საკუთარ მიწა- წყალს და მთავრობა ამაში დაეხმაროს?
ძვირფასო მთავრობავ, გვიპასუხეთ გევალებათ თუ არა თქვენი მოქალაქეების დაცვა ქვეყნის გარეთ!?. გვიპასუხეთ სირცხვილი არაა, როცა საავადმყოფოს პესონალთან, თქვენი გამართლება გვიწევს რომ ,დიახ მოგვხედავენ? გვიპასუხეთ
.ნახევარ მილიონიან გრანტს, რომ აძლევთ ორგანიზაციას, ასეთი ემიგრანტების ზრუნვაზე რატომ არ ნაწილდება თანხა? მარტო ინფორმაციაზე იხარჯება ამდენი? თუ რეალობა არ არი ცნობილი, მაშინ ჩვენც ჩაგვრთეთ ამ პროექტებში.ემიგრაციას თქვენი ვალი არა ააქვს, თქვენ კი ვალდებული ხართ ემიგრანტებს მარტო სმაილებით კი არა პატივი უნდა სცეთ მათ შრომას ,მათ ბრძოლას და დააფასოთ ისინი ცოცხლებიც, მომაკვდავიც და გარდაცვლილებიც. ვფიქრობ უყურადღებოდ ეხლა მაინც არ დატოვებთ თქვენს თანამოქალაქეებს, ამ ორ მომაკვდავ ადამიანს და სიცოცხლის ბოლო დღეებში მაინც აჩუქებთ საქართველოს მიწა-წყლის ხილვას, თავიანთ ოჯახებთან და ახლობლებთან უკანასკნელად დამშვიდობებას.


ათენის ქართული სახლი