fbpx
საზოგადოება

დაპირებული 1, 200 ევრო და მოტყუებული ბერძენი ემიგრანტები ჩეხეთში

ასობით ბერძენი, რომელმაც ქვეყანა გაჭირვების გამო დატოვა, ჩივილს გამოთქვამს. ისინი უკეთესი ბედის საძებნელად, ჩეხეთში წავიდნენ, დატოვეს დამშობლო და ოჯახი და ისეთი უმსხვილეს კომპანიებში აპირებდნენ მუშაობას, როგორებიცაა MBW, Toyota, Rolls Royce, Audi. თუმცა ეს ყველაფერი არ გამართლდა.

ჩეხეთის დასაქმების სააგენტომ, რომელიც ათენსა და თესალონიკში მდებარეობს, მათ წასვლის შემთხვევაში მაღალი ხელფასი და ფეშენებელურ სასტუმროში უფასოდ ცხოვრება შესთავაზა. საშუალო ხელფასი 800-დან 1200 ევრომდე განისაზღვრებოდა.

თუმცა, როდესაც ბერძნები ჩეხეთში ჩავიდნენ და საკმაოდ დიდი მანძილი, 40 საათის სავალი გაიარეს სამუშაო ადგილამდე, აღმოჩნდა, რომ მათ კონტრაქტებზე მოაწერინეს ხელი, რომელშიც ხაზგასმით ეწერა, რომ ხელფასი 540 ევრო იქნებოდა. თუმცა, ასევე დაჰპირდნენ ბონუსებს, რომელსაც შავად მისცემდნენ.

ისინი მოსმენილით შოკში ჩავარდნენ. გარდა ამისა, ის ყველაფერი რასაც იქ ხედავდნენ, სრულებით არ შეესაბამებოდა ფოტოებზე ნანახ და დაპირებულ ფეშენებელურ სასტუმროებს.

მოტყუებული ბერძნების ნაწილმა მუშაობაზე უარი თქვა, უკან, საბერძნეთში დაბრუნდა და პერისტერიში მდებარე დასაქმების ოფისს უჩივლა. ასევე მოითხოვეს დაებრუნებინათ მათთვის თანხა, რომელიც იქ გასამგზავრებლად დახარჯეს.

პასუხი, რომელიც მათ მიიღეს ასეთია: კომპანიის ჩეხი მფლობელი მალე ათენს ეწვევა და ერთად რაიმე გამოსავალს იპოვიან.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ