fbpx
კრიმინალი

დამხმარე ქალმა ბერძენ მამაკაცს 35, 000 ევროს ღირებულების ძვირასეულობა მოპარა

ოჯახის დამხმარე ქალის ვინაობა და ეროვნება უცნობია, თუმცა, როგორც ბერძნული მედია იუწყება, სახლიდან მოპარულია დაახლოებით 35, 000 ევროს ღირებულების მონეტები. ამის შესახებ პოლიციას თავად დაზარალებული მამაკაცი განუცხადა, რომელთანაც 50 წლის ქალი მუშაობდა.

ქალი სახლს ალაგებდა, მოხუცს უვლიდა და პარალელურად იქაურობას აცარელებდა. როგორც ცნობილი გახდა, 11 ოქტომბრის შემდეგ სახლიდან თითქმის ყველაფერი გაქრა და სწორედ ამ დროს შეიტანა მასში ეჭვი მოხუცმა მამაკაცმა, რის შედეგადაც პოლიცია გამოიძახა.

50 წლის დამლაგებლის დაკავების ორდერი მაშინვე გაიცა და მის სახლში მისულ პოლიციას ყველაფერი ხელუხლებელი დახვდა. მოპარული ნივთები პატრონს დაუბრუნდა.

ქალი პატრასის პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც ქურდობის ბრალდებით გაასამართლებენ.

 

onalem

ტესტ