დამსაქმებლები ”დოროს” გადაუხდელობისთვის დაისჯებიან! – Georgians.gr

დამსაქმებლები ”დოროს” გადაუხდელობისთვის დაისჯებიან!

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საჩუქრის გაცემის ბოლო ვადა, რომელიც დასაქმებულებმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით უნდა მიიღონ, 12 აპრილია. საჩუქარი უნდა გაიცეს მხოლოდ ნაღდი ფულის სახით.

დასაქმებულს აქვს უფლება მიიღოს ”დორო” იმ შემთხვევაში, თუ ის დამსაქმებელთან თანამშრომლობს 01/01/2017 და 30/04/2017  პერიოდებს შორის. მან, ვისი სამუშაოც აღდგომამდე 15 დღით ადრე დასრულდა, საჩუქარი დათხოვნის დღეს უნდა მიიღოს.

კანონმდებლობის შესაბამისად, ”დოროს” დაგვიანება კანონის დარღვევად ითვლება. თუ დაფიქსირდება მსგავსი შემთხვევა, დასაქმებულმა უნდა მიმართოს ადგილობრივ ორგანოებს და დააზუსტოს ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ. ამის შემდეგ მიიღება გარკვეული ზომები და დადგინდება დანაშაული.

შრომის სამინისტრო აღნიშნავს, რომ შრომის ინსპექცია (Σώμα Επιθεώρησης Εργασίας (Σ.ΕΠ.Ε.) მიიღებს ადამიანებს, რომელთაც აქვთ კანონიერი უფლება, მიიღონ სააღდგომო საჩუქარი.

კანონმდებლობის მიზანი შრომის ბაზარზე დანაშაულის შემცირება და დასაქმებულთა უფლებების დაცვაა.

melano

ტესტ