fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“დამეხმარეთ, ვიწვი” – ტრაგედია პერისტერიში მდებარე კორპუსში

პერისტერიში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მესამე სართულის აივანზე მამაკაცი გამოვიდა და ყვიროდა: “დამეხმარეთ, ვიწვი”. ბინის კარი კი ჩაკეტილი იყო.

ტრაგედია დღეს დილით მოხდა, როდესაც მოხუცი მამაკაცის სახლში ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის დახმარებას აივნიდან ითხოვდა, თუმცა, როგორც მეზობლები ამბობენ, სახლის კარი ჩაკეტილი იყო და შესვლა ვერ მოახერხეს.

როცა ადგილზე სახანძრო ბრიგადა და პოლიცია მივიდა, უკვე ძალიან გვიანი იყო.

გარდაცვლილი მამაკაცი ვეტერანი ფეხბურთელი იყო.

როგორც ცნობილია, კორპუსის პირველ სართულზე მისი ვაჟი ცხოვრობდა, თუმცა, იმ დროს სახლში არ იმყოფებოდა.

ხანძარს 18 მაშველი ებრძოდა. საბოლოოდ ცეცხლის კონტროლის არეში მოქცევა შეძლეს და სხვა ბინებზე არ გავრცელებულა.

onalem

ტესტ