fbpx
საბერძნეთი

დამდნარმა ასფალტმა გადაადგილება სახიფათო გახადა

როგორც მოსალოდნელი იყო, საბერძნეთში ტემპერატურა პარასკევიდან კვირის ბოლომდე პიკს მიაღწევს.

პარასკევსა და შაბათს 42-43 გრადუსი, ხოლო კვირას, ივლისის პირველ დღეს ასევე 42 გრადუსი იქნება.

სიცხის ინტენსივობის გამო ასფალტიც კი დადნა. ფოტოები გადაღებულია კრეტაზე, რეთიმნოსთან ახლოს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დამდნარი ასფალტის გამო მანქანებითა და ველოსიპედებით გადაადგილება სახიფათო გახდა.
ამასთანავე, მილიონობით ტურისტისთვის, რომელიც საბერძნეთს ყოველ წელს სტუმრობს, ასეთი სიცხე აუტანელია.

onalem

ტესტ