fbpx
ემიგრაციული სიახლეები

დაკავებულმა ქართველებმა მკვლელი-ექიმი ციხის პრეზექტურაში სცემეს

სახელმწიფო პროკურორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 38 წლის ანგიოქირურგმა, რომელსაც ბრალი ედება 36 წლის ქართველი ქალის მკვლელობაში, ციხისკენ აიღო გზა. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ აპელაციას შეიტანს ამ სამართლებრივი ქმედების წინააღმდეგ.

დილის საათებიდან საღამომდე მომდინარე დაკითხვის დროს, ანგიოქირურგმა ბრალდებების უარყოფა სცადა იმაზე დაყრდნობით, რომ უდანაშაულოა და 3 შვილის დედის რეალურმა მკვლელმა ის ხაფანგში გააბა.

პარარელურად, 38 წლის ექიმმა აღიარა, რომ ა/წლის იანვრის თვეში Facebook-ში დაუმეგობრდა დიანა მაცაციდუს (ბერიძეს), თუმცა მათ შორის მიწერ-მოწერა თებერვლის თვიდან დაიწყო, მაგრამ კატეგორიულად უარყო, რომ მსხვერლპთან ინტიმური კავშირი ჰქონდა, იმ ფაქტზე ხაზგასმით, რომ მათი ურთიერთობა წმინდა მეგობრული ხასიათისა იყო. მეტიც, აღნიშნა, რომ პირველ კონსულტაციაზე, გარდაცვლილი, მეუღლესთან ერთად იყო მოსული.

კონკრეტულად, გამოძიებლის კითხვებზე შემდეგი პასუხები იქნა გაცემული:

— რანდევუს (შეთანხმებული ვიზიტის) თაობაზე განაცხადა, რომ, ის ნამდვილად იყო დანიშნული 26 აპრილს, თრომბოფლებიტის პროფილაქტიკური ოპერაციის მიზნით, მაგრამ ბოლო მომენტში გაფრთხილებული იქნა პაციენტისგან, მიზეზით, რომ რაღაც გადაუდებელი შეემთხვა და რანდევუზე ვერ მოახერხებდა მისვლას. სწორედ ამაზე ამყარებს საკუთარ ვერსიას ანგიოქირურგი, როცა ხაზს უსვამს, რომ, აღნიშნული სატელეფონო საუბრისას, ქალს აღელვებული ხმა ჰქონდა და შესაძლოა, უკვე იმყოფებოდა სასიკვდილო საფრთხის ქვეშ. ასევე, განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტის შესახებ გაფრთხილებული იყო განყოფილების გამგეც, ვინაიდან რანდევუ არაოფიციალურ ხასიათს არ ატარებდა და საავადმყოფოს შინაგანაწესის სრული დაცვით იყო რეგისტრირებული.

— იმ საღამოს მის მიერ ავტომანქანის საეჭვო გადანაცვლებაზე, განაცხადა, რომ, საავადმყოფოს შემოსასვლელთან ახლოს ავტომანქანა გადმოაყენა, რათა უფრო იოლად გადაეტ-გადმოეტანა გასარეცხი ტანსაცმელი, ლაპ-ტოპი და საჭმელი, ცელოფნის პარკით.

— ქალის გაუჩინარების შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში რატომ გარეცხა, და თანაც ორჯერ, ავტომანქანა, განაცხადა, რომ „სისუფთავის მანიაკია“ და ხშირად აკეთებს ამას.

— გამომძიებლის ყველაზე კვანძოვან კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა იმ ღამეს, საკუთარი მორიგეობის პერიოდში, თესალონიკიდან და საავადმყოფოდან 115 კმ-ის დაშორებით, ხალკიდიკის სოფელ პალიურიში, რომლის მახლობელი ტყის ხევშიც იპოვეს მიცვალებულის ნეშტი, განაცხადა, რომ ხშირად აკეთებს ამას: „რათა გაექცეს ქალაქის ხმაურს და დაასვენოს გონება“.

ბოლოს, ბრალდებულმა დაამატა, რომ ვიღაცამ, ვინც ეჭვისა და შურის თვალით შეხედა და სხვანაირად გაიგო მისი ინტერესი ქალისადმი, ხაფანგში გააბა ის, თუმცა, კონკრეტული პიროვნების სახელი არ მიუთითებია.

ცხადია, ყოველივე ეს საკმარისი არ გამოდგა, რათა სახელწიფო პროკურორი და შსს გამომძიებელი დაერწმუნებინა საკუთარ უდანაშაულობაში და მათი ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადაყვანილი იქნა ციხის პრეზექტურაში სადაც სხვა დაკავებულმა ქართველებმა მკვლელი-ექიმი ცემეს.