fbpx
კრიმინალი

დაკავებულია კრიმინალთა ჯგუფი, რომელიც მიგრანტებზე ყალბ პასპორტებს ყიდდა

საბერძნეთსა და ესპანეთში სამართალდამცავებმა დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც აწარმოებდნენ და ყიდდნენ ყალბ პასპორტებს მიგრანტებზე. ამის შესახებ ევროპის პოლიციის დეპარტამენტის პრესსამსახური იტყობინება.

კრიმინალურ ჯგუფს ბრალად ედება მიგრანტების ხელშეწყობა, უკანონოდ გადაეკვეთათ შენგენის ქვეყნების საზღვარი. ისინი ძირითადად არიან სირიელები, ავღანელები და ერაყელები. მათ ჰქონდათ ყალბი პასპორტები და ამის საშუალებით კვეთდნენ შენგენის ტერიტორიას. დადგენილია, რომ არალეგალი მიგრანტები იხდიდნენ 2000-3000 ევროს თითოეულ ყალბ დოკუმენტში. დანაშაულებრივი ჯგუფი ამ საქმიანობას 10 წელი აწარმოებდა.

ჯგუფის ლიდერი და სხვა 6 წევრი ესპანეთში, მადრიდში დააკავეს, ხოლო დანარჩენები ათენში.

ჩხრეკის შედეგად, რომელიც პოლიციამ სხვადასხვა ქალაქებში: ათენში, მადრიდში და ბრიუსელში განახორციელა, ამოღებულია 100 000 ევრო ნაღდი ფულის სახით, ყალბი დოკუმენტები, ფულადი გზავნილების ქვითრები, ინფორმაციის შესანახი მოწყობილობები და მობილური ტელეფონები.

onalem

ტესტ