fbpx
კრიმინალი

დაკავებულია ბერძენი პოლიციელი, რომელიც ემიგრანტებს ქვეყნის დატოვებაში ეხმარებოდა

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ბერძენი პოლიციელი, რომელიც არალეგალებს საბერძნეთის დატოვებაში უწყობდა ხელს.

ის აღნიშნული კანონდარღვევისთვის დღეს, კუნძულ სამოსზე დააკავეს.

პალესტინის მოქალაქე ქვეყნის დატოვებას ცდილობდა, თუმცა, ის აეროპორტშივე გაშიფრეს და სწორედ ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საბუთები სწორედ იმ დაჯგუფებისგან ჰქონდა აღებული, რომელშიც პოლიციელი იყო ჩაბმული.

დაჯგუფება სამგზავრო დოკუმენტების გაყალბებით დიდი ხნის მანძილზე იყო დაკავებული.

გამოძიების შედეგად სამართალდამცავებმა ამოიღეს ორი პისტოლეტი, რამდენიმე თოფი, კარტრიჯები, ტყვიები, მობილური ტელეფონები, სიმ-ბარათები, კომპიუტერი და მეხსიერების ბარათი.

დაკავებული პოლიციელი სასამართლო პროცესამდე გაათავისუფლეს.

 

onalem

ტესტ