fbpx
კრიმინალი

დაჯგუფება საბერძნეთში 8 წლის მანძილზე ძარცვავდა სახლებს – დაკავებულია 18 უცხოელი და 2 ბერძენი

დაკავებულ უცხოელთა ვინაობას პოლიცია ჯერჯერობით არ ავრცელებს.

საბერძნეთის პოლიციამ დიდი კრიმინალური დაჯგუფება გაშიფრა, რომელიც თესალონიკში არც მეტი არც ნაკლები 8 წლის მანძილზე ძარცვავდა სახლებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს.

მათ მიერ მოპარული თანხა და ძვირფასეულობის ღირებულება 200, 000 ევროს აჭარბებს. საერთო ჯამში დაკავებულია 20 ადამიანი, რომელთაგან 18 უცხოელი, ხოლო 2 ბერძენია.

დაკავებულთა ასაკი 27-დან 49 წლამდეა.

როგორც საბერძნეთის პოლიცია იუწყება, ამ დრომდე ცნობილია 38 კონკრეტული ბინის შესახებ, რომლებიც წარსულში გაძარცვეს და მძარცველები სწორედ დაკავებულები აღმოჩნდნენ.

ჩხრეკისას ამოიღეს სპეციალური იარაღები, რომლებითაც ისინი საკეტების გატეხას ახერხებდნენ. ისინი იპარავდნენ ფულსა და ძვირფას ნივთებს, სამკაულებს, ტექნიკას და ა.შ.

საერთო ჯამში კი, 8 წლის მანძილზე მათ მიერ მოპარული “ნადავლის” ღირებულებამ 200, 000 ევროს გადააჭარბა.

პოლიცია ცდილობს დაადგინოს, გაძარცვეს თუ არა მათ აღნიშნული 38 სახლის გარდა, კიდევ სხვა ობიექტები.

 

onalem

ტესტ