საბერძნეთი: დაიწყო აპლიკაციების შევსება საბავშვო ბაღებზე

გუშინ დაიწყო განაცხადების შეტანა საბავშვო ბაღებზე, ევროპის ფონდის შუამავლობით. 2018-2019 წლის ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებულ ბაღებზე, ბენეფიციარებმა განაცხადი უნდა წარადგინონ ელექტრონულად, 14/6/2018 -დან 20:00 საათიდან 3/7/2018 -მდე 24:00 საათამდე.

პროგრამა ეხება:
• იმ დედებს, რომელთაც ყავთ ჩვილები ან ბაღის ასაკის შვილები და/ან
• იმ დედებს, რომელთაც ყავთ ბაღის ასაკის შვილები, მოზარდი ან შ.შ.მ. შვილები
• ფიზიკურ პირებს, რომელთაც სასამართლოს გადაწყვეტილებით მიეცათ ბავშვებზე ზრუნვის ბრძანება
• პირებს, რომლებიც თავშესაფარში იმყოფებიან.

ბენეფიციარმა უნდა შეასრულოს შემდეგი პირობები:

• მუშაობდეს საბერძნეთში, როგორც დაქირავებული მუშაკი ან იყოს თვითდასაქმებული
• ან იყოს უმუშევარი, რომელსაც ექნება უმუშევრობის მოწმობა, რომელიც ძალაშია (გასულ კვარტალში აქვს აღებული) ან უმუშევრობის ბარათის განახლების სტატუსი, რაც იბეჭდება უმუშევრობის ბარათის (ΟΑΕΔ) ოფიციალურ გვერდზე პირადი პაროლით, ან როდესაც საქმე ეხება სხვა ექვივალენტურ საბუთს რაც დაადასტურებს უმუშევრობას.

ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა აქციაში მონაწილეობის მისაღებად

• შეავსოს და წარმოადგინოს, ელექტრონულ ფორმატში, განაცხადის ფორმა, EETEA-ს ვებსაიტზე (www.eetaa.gr, paidikoi.eetaa.gr). რომელიც წარმოადგენს დოკუმენტს პასუხისმგებლობის შესახებ.ევროპული პერსონალური მონაცემების რეგლამენტის თანახმად, მონაცემთა შევსება მხოლოდ განმცხადებელს ეხება.

• მონაწილეობის განაცხადის ონლაინ ფორმით გაგზავნა EETAA-ში მხოლოდ ფოსტით ან კურიერის მეშვეობით.დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინონ EETEA-ს საიტზე (www.eetaa.gr, paidikoi.eetaa.gr)

melano

ტესტ