fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

დაფნი: თავდასხმა 11 წლის ბიჭის ოჯახზე – ”წადი ქვეყნიდან”

დღეს უცნობი პირები 11 წლის ბიჭის ოჯახს დაესხნენ თავს. ამირი ავღანელი მიგრანტია, რომელიც დაფნიში მე-6 სკოლაში სწავლობს. მასზე მედია მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც 28 ოქტომბრის დღესასწაულზე ბიჭს დროშის ნაცვლად, ტრაფარეტი ეკავა თავისი სკოლის აღმნიშვნელი სიმბოლოთი. ის, რა თქმა უნდა, არ გამოიყურებოდა ისე, როგორც თანაკლასელები. მასწავლებლებმა ის სხვების თანასწორად არ ჩათვალეს.

პოლიციის ინფორმაციით, ავღანელების სახლს ქვები დაუშინეს და დააზიანეს.

”ძალიან შემეშინდა. დედაჩემმა შუშით ფეხი გაიჭრა,” ამბობს 11 წლის ამირი.

15:30 საათზე ამირის სახლს ქვები და მინის ბოთლები დაუშინეს. ეს ყველაფერი კი იმ ფანჯარას ხვდებოდა, სადაც ოჯახის უმცროს შვილს ეძინა.

”ძალიან შეგვეშინდა და დახმარებას ვითხოვდით, კორპუსის სხვა მაცხოვრებლებმა ჩვენი ხმა გაიგეს და დასახმარებლად მოვიდნენ. ამირსაც ძალიან შეეშნდა, თუმცა, ეს ხელს არ შეუშლის და სკოლაში სიარულს მაინც გააგრძელებს. მას მოსწონს სკოლა და ჩვენ, როგორც მშობლები, მას ყველანაირად მხარს დავუჭერთ,” აცხადებენ ბიჭის მშობლები.

ამირს მუყაოს ქაღალდზე დაუწერეს ”წადი ქვეყნიდან”.

onalem

ტესტ