fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

დაფნი: ფოტოები 29 წლის მამაკაცის სახლიდან, სადაც ის ბავშვებს აუპატიურებდა

ბერძნულმა საინფორმაციო წყარომ  მოიძია ფოტოები, რომლებიც დაფნიში, 29 წლის მოძალადის სახლშია გადაღებული. მას სწორედ ამ ბინაში აჰყავდა 15-16 წლის გოგონები და ნარკოტიკებს ასმევდა, შემდეგ კი აუპატიურებდა.

გუშინ მამაკაცის ციხეში გადაყვანის ოფიციალური ორდერი გაიცა.

როგორც მსხვერპლი გოგონები აღწერენ, ის მათ სახლში ეპატიჟებოდა და ნარკოტიკების მიღებას აიძულებდა, რასაც შემდეგ სექსუალური ძალადობა მოჰყვებოდა.

სახლში აღმოჩენილია კომპიუტერი, რომელიც ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. ის მომავალ მსხვერპლს სოციალური ქსელის, Facebook-ის საშუალებით ეკონტაქტებოდა.

ერთ-ერთმა გოგონამ მომხდარის შესახებ პოლიციაში დეტალურად ისაუბრა, რის შემდეგაც 29 წლის მოძალადე დაფნიში დააპატიმრეს.

onalem

ტესტ