fbpx
კრიმინალი

დაფნი: 25 უცხოელი ქალის ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია სამი ბერძენი

საბერძნეთის პოლიციამ ბერძნებისგან და უცხოელებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავა, რომელთაც ბრალად ქალთა ტრეფიკინგი ედებათ. საერთო ჯამში აიყვანეს 13 ადამიანი, რომელთაგან სამი ბერძენია.

კერძოდ, გასული თებერვლის შემდეგ მათ 25 უცხოელი ქალი საბერძნეთში ჩამოიყვანეს და დაფნიში მდებარე ბინაში აცხოვრებდნენ, შემდეგ კი სხვადასხვა საროსკიპოებში ანაწილებდნენ და მუშაობას აიძულებდნენ. სახლში დამონტაჟებული ჰქონდათ კამერები, რათა ქალებისთვის თვალყური ედევნებინათ.

3 ბერძენის გარდა, აღნიშნული ბრალდებით დაკავებულები არიან გერმანიის, უნგრეთის, რუსეთის, ესპანეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, კუბას, რუმინეთის და ნიგერიის მოქალაქეები.

ისინი სხვადასხვა კრიმინალური ორგანიზაციის წევრები იყვნენ, ჩართულები იყვნენ პროსტიტუციასა და მრავალ სხვა კანონდარღვევაში.

პოლიციის მიერ ამოღებულია 21, 845 ევრო.

დაკავებულები ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ