fbpx
კატეგორიის გარეშე

დაფნი: 23 წლის სტუდენტის გაუპატიურებაში ბრალდებული ციხის დატოვებაზე უარს ამბობს

53 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად 23 წლის გოგონას გაუპატიურება ედება, ციხის დატოვებაზე უარს აცხადებს, რის გამოც, სასამართლო პროცესი მის გარეშე შედგა.

კერძოდ, ინციდენტი 2017 წელს მოხდა, როცა გაირკვა, რომ 23 წლის გოგონა მამაკაცთან სამუშაოდ მივიდა, რადგან მას დამლაგებლის პოზიციაზე ვაკანსია ჰქონდა განთავსებული. სახლში მისვლისას მოძალადემ სტუდენტი დააბა, გააუპატიურა და ამ ყველაფერს კამერით იღებდა.

53 წლის მამაკაცი აცხადებს, რომ მას თვალებზე სერიოზული პრობლემები აქვს და ციხის დატოვება და სასამართლოში მისვლა არ შეუძლია. მან თხოვნით მიმართა პროკურატურას, არ დაეტოვებინებინათ მისთვის საკანი.

23 წლის მსხვერპლს პროცესზე მოუწია კიდევ ერთხელ გაეხსენებინა, თუ რა გამოიარა საბედისწერო დღეს. მან აღწერა, როგორ ჰყავდა ჩაკეტილი ბრალდებულს სახლში, რომელიც ნახევრად სარდაფი იყო. გოგონა გაქცევას ცდილობდა, როცა მიხვდა რომ მის გაუპატიურებას აპირებდა, თუმცა, მიუხედავად წონისა და როგორც თავად ამბობს, მხედველობის პრობლემებისა, მისი დაჭერა მაინც მოახერხა.

სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ რა ელის სექსუალურ მანიაკს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

onalem

ტესტ