fbpx
საზოგადოება

დაძაბულობა პატისიონზე: ცეცხლი და საფრთხეში მყოფი მოსახლეობა

გასული ღამე ათენისთვის მძიმე ეპიზოდებით იყო სავსე. პატისიონზე უკვე თითქმის ყოველ ღამით ცეცხლია გაჩაღებული და აღნიშნული ტერიტორია პოლიციის მიერ ხშირად იკეტება.

გუშინ, 2 საათის მანძილზე უცნობი ნიღბიანი პირები კვლავ ისროდნენ მოლოტოვებსა და ქვებს პოლიციის მიმართულებით.

ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულთა ან დაშავებულთა შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ეპიზოდები ათენისთვის იშვიათობა არ არის, თუმცა, საყურადღებოა ის, რომ ამ დროს მოსახლეობა განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ დგება.

როგორც ცნობილია, გუშინ პანიკა შეიქმნა პატისიონზე მოძრავი ავტომობილების მძღოლებს შორის, რადგან ისინი, ფაქტობრივად, მოლოტოვებისა და ქვების წვიმაში მოყვნენ.

თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და ყოველი ასეთი ინციდენტისას ისინი მაქსიმალურ ზომებს იღებენ.

მიუხედავად ამისა, ყველაფერი მეორდება.

onalem

ტესტ