fbpx
საზოგადოება

დაძაბულობამ ამფისაში პიკს მიაღწია – 13 წლის გოგონას დაკრძალვა!

დღეს ამფისაში 13 წლის გოგონა დაკრძალეს, რომელიც ტყვიამ იმსხვერპლა.

ტერიტორიაზე დაძაბულობამ პიკს მიაღწია, პოლიცია კი მზადყოფნაში იყო 13 წლის გოგონას დაკრძალვის ცერემონიაზე, რომელიც ორშაბათს ღამით, ყასაბის მიერ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა.

დამნაშავე ამ დროისთვის თავისუფალია, პოლიციელები კი იმ რადიკალური რეაქციების გამო ღელავენ, რომელიც ამ ფაქტს შეიძლება მოჰყვეს ბოშების მხრიდან.

გაცეცხლებული ბოშები ნახევარი საათის მანძილზე, ხელკეტებით შეიარაღებულები, შეკრებილები იყვნენ ამფისის ცენტრალურ მოედანზე, სამართლიანობის აღდგენის და 34 წლის დამნაშავის სამაგალითო დასჯის მოთხოვნით.

პოლიციამ მოედნის გარშემო ტერიტორიის დასაცავად მკაცრი ზომები მიიღო, თუმცა მათი ჩარევა ჯერ არ გამხდარა საჭირო. მოქალაქეთა შეკრება, რომელიც სოციალური ქსელით დაიგეგმა, არ ჩატარებულა, ხოლო ბოშები გაერიდნენ ამფისის ცენტრალურ მოედანს იმ მუქარით, რომ თვითონ აღადგენენ სამართლიანობას, დამნაშავის დაჭერის გზით.

პოლიციელები გამოძიებას ყველა წერტილში აწარმოებენ, თუმცა, როგორც ჩანს, დამნაშავე ძალიან კარგად იცნობს ტერიტორიას და მის გარშემო მთებს , ასევე იმ ადგილებს, სადაც შეძლებს გარკვეული დროით დამალვას. ამ ყველაფრის გამო გამოძიება დღემდე უშედეგოა.

პოლიციელების შეფასებით, დამნაშავის დაკავების შემთხვევაში ბოშების მხრიდან რადიკალური ქმედებები მოსალოდნელი არ არის.

“ერთი წლის წინ მენიდიში”(Μενίδι) 11 წლის მარიოსის უსამართლო სიკვდილს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ გამოძიებულა, მოსდევს ამფისაში 13წლის ბოშის, ბერძნული წარმომავლობის გოგონას გლოვა ,რომელიც მკვლელობის მსხვერპლი და რასიზმის, ქსენოფობიისა და შურისძიების წყურვილის შედეგია”, აცხადებს “ბოშების ბერძენთა სათვისტომოს კავშირი” (ΕΛΛΑΝ ΠΑΣΕ) პარალელურად ბოშები გამოთქვამენ მწუხარებას და აღნიშნავენ, რომ აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება ყველა მხრიდან და აბსოლუტურ ნდობას აცხადებენ სამართლის მიმართ.

onalem

ტესტ