fbpx
საზოგადოება

დადასტურდა! ანტონის რემოს მდიდრული ქორწილი მიკონოსზე იქნება

ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა, დადასტურებული ინფორმაციით, ცნობილი ბერძენი მომღერლის, ანტონის რემოს მდიდრული ქორწილი ივლისში, კუნძულ მიკონოსზე გაიმართება.

სამზადისი უკვე დაწყებულია და ცერემონიის ორგანიზებისთვის გარკვეული ჯგუფი კუნძულზე უკვე გაემგზავრა.

ქორწილი ნამოს ცნობილ სანაპიროზე შედგება და არა თავად მომღერლის სახლში.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ეს იქნება დაუვიწყარი, გლამურული, ზღაპრული ცერემონია, სტუმრები კი დილამდე გართობას შეძლებენ.

სიაში არიან წყვილის ოჯახის წევრები, ახლო მეგობრები, ბერძნული შოუბიზნესის ცნობილი სახეები, გემთმფლობელები, ბიზნესმენები და ა.შ.

onalem

ტესტ