fbpx
საზოგადოება

დაცარიელებული ათენი – მოსახლეობამ დედაქალაქი სააღდგომოდ დატოვა

საბერძნეთის ურბანული ცენტრების დიდი ნაწილი დაცარიელებულია – სააღდგომო დღეებში მოსახლეობამ ათენი დატოვა.

საგზაო პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ათენი-კორინთისა და ათენი-ლამიას ცენტრალურ გზატკეცილებზე 143, 000-მა მანქანამ გაიარა.

პოლიცია გაძლიერებულად მუშაობს, რათა მთავარ გზებზე სატვირთო მანქანებმა დილის 06:00 საათიდან 16:00 საათამდე არ იმოძრაონ.

პირეოსის პორტიდან რაფინასა და ლავრიოს მიმართულებით მიმავალ გემებზე ბილეთების 90% გაიყიდა.

დღეს, შაბათს, შესრულდა 5 დილის რეისი და ერთი შუადღის რეისი კიკლადესის მიმართულებით.

რაც შეეხება KTEL-ის ავტობუსებს, დღეისთვის დაგეგმილია 250 რეისი.

onalem

ტესტ