fbpx
ემიგრაცია

ტელეკომპანია იბერიას ჟურნალისტის მიერ აღწერილი ქართველი ემიგრანტების ცხოვრება საბერძნეთში

შემდგარი შეთანხმება… არალეგალურად გადაკვეთილი საზღვარი… თავშესაფრის საძიებლად წასული ქართველები ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ.

ემიგრანტების უდიდესი ნაწილი ქვეყნის დატოვების მიზეზად უმუშევრობას ასახელებს. მძიმე ეკონომიკური პირობები კი მათ ისეთი ადამიანების ხელში აგდებს, რომლებსაც მათი სხვა ქვეყანაში გაგზავნისას, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფინანსური ინტერესი აქვთ. შუამავალი პირები ან ფირმები ხალხს უცხო ქვეყანაში გადაყვანას და კარგ პირობებს სთავაზობენ, ფულს წინასწარ ითხოვენ და შემდეგ დაპირებას არ ასრულებენ. ისინი კი მოტყუებულები რჩებიან და იქ ჩასულებს სულ სხვაგვარი გარემო ხვდებათ. მათ ცხოვრება მიტოვებულ შენობებში, არაადამიანურ პირობებში უწევთ.

რამდენიმე ხნის წინ მოსკოვში, ერთ-ერთ თვითმფრინავში საქართველოს მოქალაქე, გიორგი აბულაძე გარდაცვლილი იპოვეს. როდესაც თვითმფრინავი მგზავრებისგან დაიცალა და ბოლო დათვალიერებას აწარმოებდნენ, შენიშნეს სისხლი, რომელიც თვითმფრინავის ერთ-ერთი მხრიდან წვეთავდა.  ის უკვე 26 დღის გარდაცვლილი იყო.

საქართველოში ოჯახების უმრავლესობას ემიგრაციაში წასული ადამიანები არჩენენ. ისინი ყიდიან სახლებს, იმისთვის, რომ საბერძნეთში სამუშაოდ წავიდნენ და იქაურ რთულ ცხოვრებას შვილების გამო უძლებენ. ამბობენ, რომ მათთვის სახელმწიფო არაფერს აკეთებს და წლები ისე გადის საკუთარ ოჯახის წევრებს ვერ ნახულობენ, რადგან სამშობლოში დაბრუნება არ შეუძლიათ. საკუთარ სამუშაოს ციხეს ადარებენ, რომლიდან თავის დაღწევაც მხოლოდ კვირა დღეს შეუძლიათ.

საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები საბერძნეთში აცხადებენ, რომ მათი ქართულ ემიგრაციასთან კონტაქტი ქართული დიასპორული ორგანიზაციების მეშვეობით უნდა ხორციელდებოდეს, თუმცა ისინი ამ კუთხით არ აქტიურობენ. მათთვის კი შეუძლებელია წვდომა ჰქონდეთ თითოეულ საბერძნეთში ცხოვრებ ქართველთან.

ათენში მოქმედებს ქართული კლინიკა ”ათენის ჯანმრთელობის ცენტრი”, სადაც ქართველ ემიგრანტებს 5 ექიმი და 2 ფსიქოლოგი ემსახურება.

იხილეთ სრული რეპორტაჟი:

onalem

ტესტ