fbpx
კანონმდებლობასაბერძნეთი

ცვლილებები საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების პროცესში!

ბერძნული საინფორმაციო წყაროს მიხედვით, საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების პროცესთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის:

კერძოდ, კანდიდატებმა, საბერძნეთის მოქალაქეობის მისაღებად, უნდა ჩააბარონ გამოცდა, რომელიც შედგება რამდენიმე კატეგორიისგან:

პირველი ეს არის 30 კითხვა, რომელთაგან მინიმუმ 20-ს უნდა უპასუხონ. საერთო ჯამში კი მოცემულია 300 კითხვა, რომელიც განთავსებულია სპეციალურ ვებ-გვერდზე და მათზე წვდომა თავისუფლად შეიძლება. 30 კითხვა შერჩეული იქნება შემთხვევითობის პრინციპით. ამ კითხვებზე პასუხებიც კითხვებთან ერთად იქნება ატვირთული ვებ-გვერდზე. თუმცა, ცხადია, კანდიდატმა არ იცის, თუ რომელი კითხვა მოუვა მას გამოცდაზე.

ასევე, გამოცდა იქნება თავად ბერძნულ ენაში, რათა შემოწმდეს კანდიდატის ბერძნული ენის ცოდნის დონე. სახელმძღვანელოს, რომლის მიხედვითაც გამოცდა იქნება შედგენილი, შეიქმნება ნატურალიზაციის კომიტეტის მიერ, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით და ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის.

ნატურალიზაციის ღირებულება შემცირდება და ნაცვლად, 700 ევროსი, იქნება 550 ევრო. 

მოქალაქეობის მიღებისთვის ჩაბარებული საბუთების განსახილველად გაერთიანდება რამდენიმე განყოფილება, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ დრო, რომელშიც თქვენი პასუხი მზად იქნება, წლინახევრით შემცირდება.

უფრო კონკრეტულად, თქვენ წელიწადნახევრით ნაკლები დროის მანძილზე მოგიწევთ ლოდინი მოქალაქეობის მისაღებად.

onalem

ტესტ