fbpx
კანონმდებლობა

ცვლილება კანონში: დამრღვევ პირებს მართვის მოწმობა 5 წლის ვადით ჩამოერთმევათ

იუსტიციის სამინისტროში წარადგინეს კანონი, რომლის მიხედვითაც, პირებს, რომლებიც საგზაო წესებს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ დაარღვევენ, მართვის მოწმობა 5 წლით ჩამოერთმევათ.

კერძოდ, კი ახალი საგზაო წესების მიხედვით, მძღოლს, რომელიც გამოიწვევს უბედურ შემთხვევას და ამავე დროს იქნება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, (ზედა ზღვარი – 0,50 გ / ლ სისხლში) მართვის მოწმობა 5 წლის ვადით ჩამოერთმევა.

გარდა ამისა, კანონში შევა მუხლი, რომელიც გულისხმობს, რომ თუ 5 წლის გასვლის შემდგომ, მძღოლი ისევ დაფიქსირდება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ საჭესთან, მას მართვის მოწმობა სამუდამოდ ჩამოერთმევა.

onalem

ტესტ