fbpx
საზოგადოება

ცუდი ამინდის ახალი ტალღა საბერძნეთში ხუთშაბათამდე – წვიმა და ჭექა-ქუხილი

ივნისი სრულდება, თუმცა, საბერძნეთში ზაფხული, თითქოს, ჯერ არ დამდგარა – ქვეყანაში კვლავ წვიმიანი კვირა გველის.

მეტეოროლოგ იანის კალიანოს ინფორმაციით, ცუდი ამინდი საბერძნეთში მომდევნო ხუთშაბათამდე გასტანს, მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი და ზოგიერთ რეგიონში, შესაძლოა, სეტყვაც კი.

ორშაბათს წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ მაკედონიაში, ცენტრალურ და დასავლეთ თესალიაში, ეპირუსში, ცენტრალურ და დასავლეთ სტერეაში, ცენტრალურ და დასავლეთ პელოპონისოში, იონიის კუნძულებზე. ქვეყნის დანარჩენ ნაწილში, კრეტას მთიანი რეგიონის გამოკლებით, წვიმა მოსალოდნელი არ არის.

რაც შეეხება სამშაბათს, ტემპერატურის 7-8 გრადუსით კლებაა ნავარაუდები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, იქროლებს ქარი, ბუფორტის სკალით 6-დან 8 ბალამდე სიძლიერის.

ათენსა და თესალონიკში სამშაბათიდან გაწვიმდება. თუმცა, ამინდის მკვეთრი ცვლილება ძირითადად მოსალოდნელია იონიის ზღვის კუნძულებზე.

 

onalem

ტესტ