fbpx
საბერძნეთი

ცეცხლი გემზე “Ελ. Βενιζέλος” – ხანძრის ჩაქრობის ოპერაცია ნელა მიმდინარეობს

სტაბილურად კრიტიკულია სიტუაცია გემის პარკირების სივრცეში, რადგან მეხანძრეებმა ცეცხლი ჯერაც ვერ ჩააქვრეს. prothema.gr-ის მიხედვით, სურათი ისეთია, როგორიც გუშინ, ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებები ნელა მიმდინარეობს.

“მეხანძრეებმა ჯერ ვერ შეძლეს ცეცხლის საწყისი წერტილის მიგნება”, – განაცხადეს პორტის წრის წარმომადგენლებმა და დასძინეს: “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცეცხლი შაბათამდე ვერ ჩაქვრება, შესაძლოა კვირამდეც კი”.
დილით ნახევრად დამწვარი ოთხი სატვირთო მანქანა გამოიყვანეს გემიდან.

იმავდროულად, “Ελ. Βενιζέλος” ეკიპაჟის მიერ საზღვაო უბედური შემთხვევის მენეჯმენტმა აჩვენა, რამდენად კარგად იყვნენ მომზადებული ბერძენი მეზღვაურები, ხოლო მეორე მხრივ, გემის სისტემებიც რეგლამენტის მიხედვით ფუნქციონირებდა.

ის ფაქტი, რომ 875 მგზავრი და ეკიპაჟი უსაფრთხოდ ჩავიდა პირეოსის პორტში, მაშინ, როცა ავტოფარეხში ცეცხლი იყო, შესასწავლი შემთხვევაა. ეკიპაჟმა ზუსტად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა მგზავრების სიმშვიდის შესანარჩუნებლად, ხოლო ავტოფარეხს ჰაერის მიწოდება შეუწყდა, რის შედეგადაც ცეცხლი არ გავრცელდა და დარჩა მხოლოდ კვამლი.

 

onalem

ტესტ