fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ცნობილი ფსიქიატრის მკვლელობის მცდელობა კრეტაზე

ირაკლიოს პოლიცია კუნძულზე ცნობილი ფიქიატრის მკვლელობის მცდელობის საქმეს იძიებს. მამაკაცს თავს გუშინ დაესხნენ და მის მანქანას ორჯერ ესროლეს, ტყვიამ მძღოლის ფანჯარა ჩაამსხვრია. ინციდენტი ირაკლიოს მთავარ გზაზე მოხდა.

დაშავებული ერთ-ერთმა ლტოლვილმა დაინახა და მახლობელ აფთიაქში პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მას თავზე ტყვიისგან ნაკაწრი აღენიშნებოდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფსიქიატრი ექიმებმა გასინჯეს და ცოტა ხნის შემდეგ მან პოლიციის განყოფილებაში საჩივარი შეიტანა. პოლიცია საქმეს იძიებს თავად დაზარალებულისა და თვითმხილველების ჩვენებების საფუძველზე, ასევე თავდასხმის დეტალებზე დაყრდნობით.

ფარმაცევტის თქმით, ფსიქიატრს საავადმყოფოს გარეთ უცნობები ელოდებოდნენ და ცეცხლი გაუხსნეს. მან თავდაცვა მოასწრო და მანქანის შუშები ზემოთ ასწია. შემდეგ კი აფთიაქში შევიდა, სადაც დახმარება ითხოვა, რადგან სისხლი სდიოდა. ნატყვიარი არსად ჩანდა და საბედნიეროდ, ის მძიმედ არ დაშავებულა, თუმცა, მომხდარმა საშინელ შოკში ჩააგდო.

ფსიქიატრი აღნიშნავს, რომ თავდამსხველთა რაოდენობა 3 ან 4 იყო და ის იცნობს მათ.

პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდამსხმელებს მანქანით კიდევ ერთი პირი ელოდებოდა.

onalem

ტესტ