fbpx
საზოგადოება

ცნობილი ბერძნები, რომლებიც საკუთარ ვილებს, აპარტამენტებს და ზოგადად, ქონებას კარგავენ – რატომ?!

ერთ დროს, ისინი ბიზნესის სფეროში წამყვან პოზიციებს იკავებდნენ, თუმცა, ახლა ძალიან ბევრი ცნობილი და მდიდარი ბერძენი საკუთარ ქონებას აუქციონებზე კარგავს, რადგან მათ ვერ შეძლეს წლების მანძილზე დაგროვილი ვალების გადახდა. ამის მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კრიზისია. შესაბამისად, ისინი, დავალიანების გამო, სანაპირო ვილებს, საცხოვრებლებს, მიწის ნაკვეთებს, საწარმოებს და სხვა მრავალ ობიექტს კარგავენ.

სიაში ბევრი ცნობილი ბერძენი მოხვდა. მათ შორის არიან: ალინდა კალოფილია, პროდრომოს ემფიეძოღლუ, ახილეას ფლოროსი, ვასილიკი და სტილიანოს ფოკასები და ა.შ.

პროდრომოს ემფიეძოღლუ

ბიზნესმენს, მეწარმეს და “Μηχανικής”-ის წამყვან ხელმძღვანელს, პროდრომოს ემფიეძოღლუს არც თუ ისე სახარბიელო ახალი წელი ელოდება წინ, რადგან იანვრის თვის 2 რიცხვში, ანავრიტაში მდებარე მისი ვილა-მუზეუმის აუქციონია დაგეგმილი. ვილა-მუზეუმის საწყისი ფასი 6,820,000 ევრო გახლავთ. ეს არის ქვით ნაშენები, 54 აკრზე გადაჭიმული სახლ-მუზეუმი დიდი ტბით,  სადაც პროდრომოს მიერ შეძენილი ყველა ძვირადღირებული ნამუშევარი ინახება. ბიზნესმენი ცდილობს შეინარჩუნოს “Μηχανικής”, რომლის დავალიანება 160 მილიონ ევროს აღემატება.

ამალია-ალინდა კალოფილია

რედაქტორი, ისტორიულ-ეკონომიკური გაზეთისა “Εξπρές”, რომელიც, ერთ დროს, დიდი პოლულარობით სარგებლობდა, უკვე 4 წელია რაც გაკოტრდა. თუმცა, იგი მაინც რჩება ეკალიში და ათენის ელიტურ საზოგადოებასთან თანამშრომლობას არ წყვეტს.

იანვრის დასაწყისში, მისი აგარაკი, რომელიც სპეცესის კუნძულებზე მდებარეობს, აუქციონზე გადის 4,435,803 ევროს ოდენობის დავალიანების გამო, რაც გაზეთის გაკოტრებამ გამოიწვია.

 

ვასილიკი და სტილიანოს ფოკასები

ბევრ თქვენგანს ახსოვს “Fokas”-ის ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელის გამორჩეული ლურჯი ნიშანი. ჯგუფი თესალონიკში შეიქმნა და თანდათან გაფართოვდა.

ქალბატონი ვასილიკი ფოკა ჯგუფის მმართველი დირექტორი იყო და საქმეც, თითქოს კარგად მიდიოდა, თუმცა, ეკონომიკურ კრიზისს ზუსტად 2 წელი დასჭირდა იმ ბიზნესის გაკოტრებისთვის, რომელიც ვასილიკის მამამ და მისმა ძმებმა დააფუძნეს.

ბიზნესი გაკოტრდა და თან 80,000,000 ევროს ოდენობის ვალი და ასობით უმუშევარი თანამშრომელი დატოვა, რომლისთვისაც ანაზღაურებაც არ მიუციათ.

დღესდღეობით, ვასილიკის 102, 200 ევრო დავალიანება აქვს, რის გამოც, 21 ნოემბრის აუქციონზე მისი ქონების ნაწილი გააქვთ. საუბარია თესალონიკში, პირველ სართულზე მდებარე სავაჭრო ფართზე, რომლის სასტარტო ფასი 63,000 ევროა.

ახილეას ფლოროსი

ახილეას ფლოროსის საკმაოდ ცნობადი სახე იყო ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებში, თუმცა მისი სახელი, თავისი შვილის, არისტიდეს ფლოროსის წყალობით, Energa-Hellas Power-ის ცნობილი სკანდალის შემდეგ კიდევ უფრო ცნობილი გახდა. მამა-შვილი დააპატიმრეს. მართალია, ამჟამად ახილეას ფლოროსი თავისუფალია, თუმცა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რადგან  2,544,000 ევროს ოდენობით დავალიანება აქვს ბანკში.

19 დეკემბერს, მათი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ფილოთეიში მდებარეობს, აუქციონზე გადის. მისი სასტარტო ფასი 995,000 ევროა.

გიორგოს ხონეოს

მართალია “Florina Juice” უკვე 10 წელია რაც გაკოტრდა, თუმცა, მისი მეპატრონე ჯერ კიდევ არ ამოსულა ვალებიდან.

2016 წლის მონაცემებით, კომპანიას, გაკოტრების შედეგად, 83,083,071 ევროს დავალიანება დაუგროვდა, რამაც ასობით მუშა ქუჩაში დატოვა.

19 დეკემბერს გიორგოს ხონეოს ქარხანა აუქციონზე გადის. უფრო სწორად, ქარხნის ნარჩენები, რომელიც 50 ჰექტარის ფართობზეა გადაჭიმული ხალკიდიკიში. მისი სასტარტო ფასი 375,000 ევროა. მოხსენებაში აღწერილია ქარხნის ამჟამინდელი მდგომარეობა, ვანდალიზმისა და ძარცვის ფაქტებიც.

 

 

onalem

ტესტ