fbpx
საზოგადოება

ცნობილი ბერძენი მსახიობის ოჯახი სახელმწიფოსგან სამართალს ითხოვს!

ცნობილი ბერძენი მსახიობი ხრისა სპილიოტი და მისი მეუღლე, დიმიტრის ტურნავიტი, მატის სასიკვდილო ხანძარს ემსხვეპრლნენ. ორივე მათგანი, ისევე როგორც სხვები, ხაფანგში აღმოჩნდნენ და ზღვიდან მხოლოდ 50 მეტრის მოშორებით გარდაიცვალნენ.

რამდენიმე თვიანი გლოვის შემდეგ, ცოლ-ქმრის ოჯახმა ფეხზე წამოდგომა მოახერხა და ხმა აიმაღლა. ისინი სახელმწიფოსგან სამართალს ითხოვენ და სურთ პასუხისგებაში მიეცნენ პირები, რომელთაც აღნიშნული ტრაგედიის თავიდან აცილება სულ მცირე %-ებით მაინც შეეძლოთ.

გუშინ ტურნავიტის ძმა ათენის პროკურატურაში მივიდა და სარჩელი შეიტანა მათ წინააღმდეგ, ვინც ძვირფასი ადამიანები პირდაპირ თუ ირიბი გზით “წაართვა”.

შეგახსენებთ, რომ მატის ხანძრის დროს დაღუპულ ადამიანთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც დღეს ევანგელისმოს საავადმყოფოში 73 წლის მამაკაცი, რამდენიმე თვიანი ბრძოლის შემდეგ, გარდაიცვალა.

onalem

ტესტ