ცნობილი ავარიიდან წლინახევრის შემდეგ, სადაც პატმანოღლუმ ცოლ-შვილი დაკარგა, ის ქორწინდება!

2017 წლის 26 თებერვალი ის საზარელია დღეა, როცა იპატიოს პატმანოღლუს მანქანას დიდი სისწრაფით მოძრავი Jumbo-ს მფლობელის ვაჟი, გიორგოს ვაკაკისი დაეჯახა და სწორედ ამ დღეს ოთხი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. გადარჩა მხოლოდ პატმანოღლუ, რომელიც ამ დროს მანქანიდან გადასული იყო.

ბერძნული მედია იუწყება, რომ ცოლ-შვილის სიკვდილიდან წლინახევრის შემდეგ, მამაკაცი თავისი ცხოვრების ახალ ფურცელს შლის და ეკლესიის კიბეზე კიდევ ერთხელ ადის, რათა ჯვარი დაიწეროს. ქორწილი დეკემბრის პირველ რიცხვებშია დაგეგმილი.

“რაც მოხდა დიდი საშინელებაა, მაგრამ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. იპატიოსი ძალიან ძლიერი ადამიანია და ამ ყველაფერს აჯობა, თუმცა, არც ვფიქრობ, რომ რამე სხვაგვარად უნდა ყოფილიყო,” ამბობს მისი ოჯახის ნათესავი. “ის მათ ყოველთვის გაიხსენებს და ისაუბრებს მათზე.”

მისი ახალი რჩეული, როგორც ნათესავები ამბობენ, მისივე სოფლიდან არის და დაახლოებით 5 თვეა ერთად არიან. ისინი ქვრივ მამაკაცს ბევრი შვილის ყოლას უსურვებენ

3 ნოემბერს, საკუთარ დაბადების დღეზე, მან სოციალურ ქსელში ატვირთა ფოტო, რომელზეც დააწერა: “ცხოვრება მიდის სიხარულით და მწუხარებით, ჩვენ კი გვმართებს გავყვეთ მას. მადლობა მოლოცვებისთვის და გისურვებთ ღმერთმა ორმაგად დაგიბრუნოთ. ბედნიერი დაბადების დღე მე.”

melano

ტესტ