fbpx
კრიმინალი

“ციხეში ყოფნა არ შემიძლია, მოვკვდები” – ჰონგ კონგში დაკავებული 19 წლის მოდელი

ჰონგ-კონგში დაკავებული 19 წლის ბერძენი მოდელის ადვოკატი აცხადებს, რომ გოგონა განსაკუთრებით მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ის მას ტელეფონით ესაუბრა და როგორც ტელეკომპანია ANT1-ზე აცხადებს, მათი საუბარი 12-13 წუთი გაგრძელდა. აღნიშნული საუბარი გოგონას მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან რთული იყო.

“არ შემიძლია ციხეში ყოფნა, მოვკვდები,” უთხრა მან ადვოკატს.

გავრცელებული ინფორმაციით დაკავებული მშობლებსაც ესაუბრა, დაახლოებით 4 წუთის მანძილზე.

ადვოკატის თქმით, 19 წლის მოდელი უდანაშაულოა და მას კოკაინით სავსე პაკეტი სხვა პირმა გადასცა. ის დეტალების გამჟღავნებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. კეხაგიოღლუ გოგონასთან საუბრის შემდეგ ფიქრობს, რომ ის ხაფანგში გაება. დაკავებამდე ირინი ჰონგ-კონგში ერთი კვირით გაჩერებას აპირებდა.

onalem

ტესტ