fbpx
კრიმინალი

ცივსისხლიანი მკვლელობა ვიქტორიას მოედანზე

ხუთშაბათს ღამით, ვიქტორიას მოედანზე, 26 წლის ახალგაზრდა, რომელიც იქ მომხდარ შელაპარაკებაში იყო გარეული, დანით დაჭრეს და მოკლეს.

ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც სამი ადამიანი, ვიქტორიას მოედანზე, ორ ავღანელს თავს დანით დაესხა.

ტელეკომპანია Ant1-ის მიხედვით, ჩხუბის დრის დაიჭრა ორი მამაკაცი, ერთი 26, ხოლო მეორე 24 წლის.

26 წლის ავღანელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობები გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, ასევე ბარძაყის არტერიაში, რამაც იმსხვერპლა კიდეც.

მისი თანამემამულე შედარებით მსუბუქი დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

პოლიციელებმა, რომლებიც ტრაგედიის ადგილზე გამოძიებას ატარებენ, ორი დანა იპოვეს.

onalem

ტესტ