fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ცივსისხლიანი მკვლელობა მარუსში: გარდაცვლილია 19 წლის ბიჭი

ინციდენტი გუშინ, გამთენიის 05:00 საათზე მოხდა.  მკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, პოლიციის ვარაუდით, ეს იყო ქურდობის მცდელობა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დამნაშავემ ან დამნაშავეებმა 19 წლის ახალგაზრდა სახლში, თავისი მეგობარი გოგონას თვალწინ სასიკვდილოდ დაჭრეს. მკვლელობის იარაღი დანა იყო.

ბიჭს ჭრილობების გულმკერდისა და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.

პოლიცია გოგონას ჩვენებებს ელოდება, რომელიც ამჟამად შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. სწორედ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ცხადყოფს, რა მოხდა რეალურად და რამდენი პირი დაესხა თავს წყვილს.

onalem

ტესტ