ცივსისხლიანი მკვლელობა კვიპროსზე: დაკითხვაზეა 15 წლის ბიჭი, რომელიც გარდაცვლილებს შვილად ჰყავდათ აყვანილი

ბერძნული საინფორმაციო წყაროები აშუქებენ ამბავს, რომელიც გუშინ შუაღამით მოხდა და მთელი საბერძნეთი და კვიპროსი შეძრა. საუბარია ცოლ-ქმრის სასტიკ მკვლელობაზე, რასაც მათი 15 წლის ბიჭი შეესწრო და უცნაურია, მაგრამ გაქცევა მოახერხა. ის მათ შვილად ჰყავდათ აყვანილი.

protothema.gr-ის ინფორმაციით, შემთხვევა კვიპროსზე, დაახლოებით ღამის 01:30 საათზე მოხდა. ქალი და მამაკაცი სახლში გარდაცვლილები იპოვეს. ისინი სისხლში ცურავდნენ.

მათი 15 წლის ბიჭი ინციდენტისას მეზობლის სახლში გაიქცა და შეატყობინა, რომ თავს ნიღბიანები დაესხნენ, მას კი უთხრეს, რომ არაფერს დაუშავებდნენ და შეეძლო გაქცეულიყო. პოლიცია ბიჭის მიერ მიცემულ ჩვენებებს  საეჭვოდ მიიჩნევს, რადგან მისი მონაყოლი ლოგიკას არ შეესაბამება.

ორივე გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადააგზავნეს.

სამოცი წლის მამაკაცი ნიქოზიის სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო მისი 59 წლის მეუღლე კვიპროსის ცენტრალურ ბანკში. 15 წლის ბიჭი რუსული წარმომავლობისაა და მათ ის შვილად ჰყავდათ აყვანილი, რადგან შვილები დიდი ხნის მანძილზე არ უჩნდებოდათ.

ცოლ-ქმარს ბასრი საგნით მრავალჯერადი სასიკვდილო ჭრილობები აქვთ მიყენებული. პოლიცია დანაშაულის იარაღს ეძებს, რომელიც, სავარაუდოდ, დანა უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ სახლს ძარცვის და ძალის გამოყენებით შეჭრის არანაირი კვალი არ ეტყობა.

ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს და იკითხება 15 წლის მოზარდი.

melano

ტესტ