fbpx
ეკონომიკა

ციპრასის დაპირება: ”ქვეყანას კრედიტორებთან დადებული მემორანდუმისგან გავათავისუფლებ”

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ მისი მთავრობა კრედიტორებთან დადებული მემორანდუმის ანულირებას აპირებს, თუმცა ეს ყველაფერი გამორიცხულია, თუ პირველ რიგში ვალის პრობლემა არ მოგვარდება.

ტელეკომპანია  ANT1-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ კრედიტორები ზომების 42-ჯერ გამკაცრებას ითხოვენ.

ციპრასმა კრედიტორები რეფორმების მიმოხილვის მეორე ეტაპის შეფერხებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მიმოხილვა 20 დღეში უნდა დასრულდეს. ზოგადად, შეთანხმების მიღწევა 22 მაისამდე უნდა მოხდეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას შეუძლია უარი თქვას კრედიტორებთან შეთანხმებულ რეფორმებზე 2018 წლიდან, როცა დასრულდება მესამე დახმარების პროგრამა, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ვალის პრობლემის რაიმე გზით მოგვარება.

მთავრობას აქვს უფლება უარყოს გამკაცრებული ზომები, თუ კრედიტორებთან შეთანხმება ვერ მიიღწევა.

ციპრასმა გასცა დაპირება, რომ მთავრობა მოახდენს მემორანდუმის ანულირებას, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა ვალდებულია ყველა ქმედება კრედიტორებს შეუთანხმოს.

onalem

ტესტ