fbpx
პოლიტიკა

“ციპრა კამენოსის მძევალია” – რას ამბობს ბერძნული ოპოზიცია

საბერძნეთის ოპოზიციამ მკაცრი თავდასხმები დაიწყო პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრას წინააღმდეგ, ნიკოს კოძიასის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ. პრემიერ-მინისტრს ოპოზიცია სუსტ ლიდერად და თავდაცვის მინისტრის, პანოს კამენოსის შანტაჟის მსხვერპლად თვლის.

ახალი დემოკრატების ლიდერმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ციპრამ საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა და ამავდროულად, მან გააფრთხილა მთავრობა, რომ არავის მისცემს უფლებას, ორმხრივი მოლაპარაკება აწარმოოს ან პირადი ინტერესები განახორციელოს, იუგოსლავიასა და საბერძნეთს შორის დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

“მან გაათავისუფლა ადამიანი, რომელიც დიდი ენთუზიაზმით უჭერდა მხარს ამ ხელშეკრულებას, ხოლო თანამდებობაზე დატოვა ამ შეთანხმების მოწინააღმდეგე კამენოსი,” – განაცხადა მიცოტაკისმა.

“ნათელია, რომ ბატონი ციპრა არა მარტო სუსტი ლიდერი, არამედ შანტაჟის მსხვერპლიცაა. რაც უფრო მალე დამთავრდება ეს ფარსი, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.” – დაამატა ახალი დემოკრატების ლიდერმა.

მემარცხენე მოძრაობის ლიდერმა, ფოფი გენიმატამ განაცხადა, რომ “ციპრა და კამენოსი ხელჩაკიდებულები მიდიან უფსკრულისკენ, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, ქვეყანას ვერ გადაიყოლებენ თან.”

პოტამის ცენტრისტული პარტიის ლიდერმა, სტავროს თეოდორაკისმა კი თქვა, რომ “ციპრამ კოძიასს კამენოსი ამჯობინა.”

“პრემიერ-მინისტრი თავდაცვის მინისტრის მძევალი გახდა, კამენოსმა ციპრას ძალაუფლება ჩაიგდო ხელში,” – აღნიშნა თეოდორაკისმა.

onalem

ტესტ