fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“ჩვენს არმიას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ჩვენ არავისი გვეშინია” – საბერძნეთის პრეზიდენტი

საბერძნეთის პრეზიდენტმა, პროკოფის პავლოპულომ იოანინაში ვიზიტისას მკვეთრი განცხადებები გააკეთა. მან ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის საზღვრების მნიშვნელოვნებას და აღნიშნა, რომ საბერძნეთის საზღვრები ახლა ევროკავშირის საზღვრებს წარმოადგენს.

იოანინას გათავისუფლების 105-ე წლისთავთან დაკავშირებით საუბრისას, მან თქვა, რომ საბერძნეთის შეიარაღებული ძალები ქვეყნისთვის სიმშვიდეს წარმოადგენს.

ისინი პატივს სცემენ მეზობელ სახელმწიფოებს, თუმცა არმიას ნებისმიერ დროს შეუძლია თავისი ძალის დემონსტრირება და ბერძნებს არავისი ეშინიათ.

პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები ირიბად უკავშირდება თურქეთის მიერ საბერძნეთისთვის გამოცხადებულ გამოწვევებს.

onalem

ტესტ