fbpx
პოლიტიკა

“ჩვენმა არჩევანმა გაამართლა და წარმატებას მივაღწიეთ” – ალექსის ციპრა

გერმანიის სოც-დემოკრატიულ ღონისძიებაზე (SPD), რომელიც ბერლინში შაბათს საღამოს ჩატარდა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრამ თავისი ადმინისტრაციის წარმატებებზე ისაუბრა.

როდესაც 2015 წელს, ყველაზე დიდი დილემის წინაშე დავდექი და რაც მაშინ რთული გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა, იყო ცივი გონება, რომლის მიხედვით განვსაზღვრე ის შედეგები, რაც შეიძლებოდა ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევანს გამოეწვია ჩვენს საზოგადოებაში.”

“მდგომარეობა მართლაც რომ შემაძრწუნებელი იყო”, განაგრძო პრემიერმა, “საბერძნეთი სისტემატური ძარცვის და ქურდობის რეჟიმში იყო. გარდა ამისა, ელიტის ნაწილმა სარგებელი იმით მიიღო, რომ საკუთარი ანგარიშები საზღვარგარეთ გადაგზავნა.”

“ევროს ეროვნული ვალუტით ჩანაცვლება უმრავლესობისთვის რევოლუციური განაცხადი იყო. მით უმეტეს, რომ ამ არჩევნით დაბალი და საშუალო კლასი მთლიანად განადგურდებოდა. ჩვენ რთული გზა გავიარეთ”, განაცხადა ციპრამ.

“დღეს, მე ვგრძნობ და ვხედავ, რომ ჩვენმა არჩევანმა გაამართლა და ნამდვილად, წარმატებას მივაღწიეთ”, – დაამატა პრემიერმა.

ციპრამ, ასევე, ისაუბრა თავისი ადმინისტრაციის მიღწევებზე. თუ როგორ გაუმკლავდა მისი გუნდი ფინანსურ პრობლემებს, როგორ შეამცირა ქვეყანაში უმუშევრობა. ისაუბრა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, სოციალური დაცვის სისტემის რეფორმაციაზე. ასევე, სკოლების, უნივერსიტეტებისა და საავადმყოფოების ხელახლა, მწყობრ რეჟიმში ამუშავებაზე.

onalem

ტესტ