fbpx
კრიმინალი

“ჩვენ გადავწყვიტეთ თვითმკვლელობა…მე ის მოვკალი, რათა მისი სული გადამერჩინა”- ტრაგედია ვოლოსში

ოჯახურმა ტრაგედიამ, რომელიც 15 აგვისტოს ვოლოსში, დილით მოხდა, საზოგადოება შეძრა . 82 წლის კაცმა თავისი 70 წლის მეუღლე მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. “მე მისი სულის გადარჩენა მინდოდა”, განუცხადა მოგვიანებით პოლიციელებს.

ინციდენტი 15 აგვისტოს დილით, დაახლოებით 7:00 საათზე მოხდა, როდესაც მოხუცი ცოლის ძმას დაუკავშირდა. მან შეატყობინა, რომ მისი 70 წლის და გარდაიცვალა, იუწყება მაგნესიას გაზეთი “ტახიდრომოსი”.

“შენი და დაიღუპა და მე მივიღე აბები, რომ მოვკვდე. სწრაფად მოდი”  – უთხრა 82 წლის კაცმა თავისი მეუღლის ძმას.

ცოტა ხნის შემდეგ, როცა მამაკაცი (ნეა დიმიტრიადაში) სახლში მივიდა, დაინახა, რომ მისი და საძინებელში უსულოდ იწვა. 82 წლის კაცი სახლში არ იყო. მან დაუყოვნებლივ შეატყობინა პოლიციას.
ვოლოსის უსაფრთხოების სამმართველოს თანამშრომლები მივიდნენ სახლში, სადაც 70 წლის ქალი მკვდარი იპოვეს.

გაზეთის თანახმად, სახლში, სადაც მამაკაცმა საშინელი დაშაული ჩაიდინა, ხელნაწერი იპოვნეს, რომელშიც 82 წლის კაცი განმარტავს, რომ მან მოკლა თავისი ცოლი, მისი სატანჯველისგან გათავისუფლების მიზნით.

მოგვიანებით, პოლიციელები მივიდნენ ვოლოსის საავადმყოფოში, სადაც იმყოფებოდა მოხუცი აბების ზედოზირებით.

82 წლის მოხუცმა თავისი მეუღლე ძილში მოკლა, დაუბლოკა პირი და ცხვირი. სამწუხაროდ, 70 წლის ქალი, სავარაუდოდ, ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა ჩატარდება .

82 წლის მამაკაცი საავადმყოფოში იმყოფება. მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდება, მას მკვლელობის ბრალდებით, პროკურატურაში გადაიყვანენ.

onalem

ტესტ