fbpx
მსოფლიო

“ჩვენ დავიბრუნებთ ბერძნულ კუნძულებს დიპლომატიურად ან არმიით”-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

“ჩვენ ვიპოვით გამოსავალს დიპლომატიური გზით, ან გავაგზავნით ჩვენს არმიას ბერძნული კუნძულების დასაბრუნებლად,” განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ პარლამენტში.

ჩავუშოღლუ კუნძულ იმიას თემას შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ეროვნული საკითხია და ამჟამინდელი ხელსუფლება არ არის პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა მოხდა 1996 წელს, რადგან იმ დროს ისინი არ ყოფილან მთავრობაში. მისი თქმით, იმია ბერძნების მიერ არის ოკუპირებული.

ბერძული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თურქეთის მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიას შორის მძლავრი კონფრონტაცია არსებობს ეგეოსის რამდენიმე კუნძულთან დაკავშირებით. თურქეთი ირწმუნება, რომ კუნძულები მათია.

“ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიურ საუბრებს საბერძნეთთან. თუ ვერ შევთანხმდებით, პარლამენტი გადაწყვეტს, რომ სხვა ალტერნატივა მოძებნოს. ეს არ არის საკითხი, რომელიც ღიად შეიძლება იყოს განხილული. ჩვენ ვიმსჯელებთ პრობლემაზე და ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადავდგათ. უკეთესია შევამწიროთ დაძაბულობა თუ გავზარდოთ?” – აცხადებს თურქი მინისტრი.

onalem

ტესტ