fbpx
საბერძნეთი

“ჩვენ ცეცხლისგან არ ვიწვოდით, ჩვენ ვდნებოდით”- პოლიციელის მძიმე მონათხრობი მატიდან

“როცა მანქანით მარათონას გზა გადავკეტე, ვხედავდი ათობით მანქანას, რომელიც თავის კურსს უხვევდა. მძღოლები გვიყვიროდნენ, მათ მატიში ჩასვლა და თავიანთი ოჯახის წევრების გადარჩენა უნდოდათ. არავის სჯეროდა, რომ ცეცხლი მარათონამდე მოაღწევდა. მთელი სულით ვცდილობდი თავის შეკავებას და მათ ვეუბნებოდი, რომ გასვლის საშუალებას ვერ მივცემდი, რადგან ხანძარი სრულიად უკონტროლო იყო,” ეს სიტყვები სტავროს ციროზიდისს ეკუთვნის, რომელმაც იმ საშინელ დღეს ასობით ადამიანი გადაარჩინა.

“იმ დღის შემდეგ აღარ მძინავს, რადგან როგორც კი თვალს ვხუჭავ, ადამიანთა დამდნარი, უსულო სხეულები მიდგება თვალწინ. მძღოლები მთხოვდნენ გამეშვა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც მალე ცეცხლი შთანთქავდა, მაგრამ მე მინდოდა გადამერჩინა ის, რაც შემეძლო. დაახლოებით 600 მანქანა გავაჩერეთ და ისინი ყველა გადარჩნენ. 

ტემპერატურა ისეთი მაღალი იყო, რომ მანქანის ბორბლები დნებოდა. მატიში იყო ხალხი, რომელიც ცეცხლისგან არ დამწვარა, თუმცა, სიცხისგან ისინი “დადნნენ”, ასე ვიტყოდი. 

ჩვენ ვეძებდით ჩაკეტილ ადამიანებს სანაპიროებზე… რომლებიც კვამლმა გაგუდა.

ჩემი პოლიციაში ყოფნის 18 წლის მანძილზე მინახავს ბევრი დამტვრეული ადამიანი საგზაო შემთხვევებში, მაგრამ ეს იყო სურათი, რომლის შედარებაც არაფერთან არ შემიძლია.”

onalem

ტესტ