fbpx
საბერძნეთი

ჩრდილოეთ ათენი: სკოლის შესასვლელში რამოდენიმე დღის დაბადენული ჩვილი მიატოვეს

როგორც ატიკის სოციალური სამსახური აცხადებს, რამოდენიმე დღის დაბადებული ჩვილი ათენის ჩრდილოეთით, ერთ-ერთ სკოლაში მიატოვეს. ჩვილი სკოლის მასწავლებელმა იპოვა, როდესაც სკოლაში დილით კარის გასაღებად მივიდა.

“ის რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ როცა მასწავლებელი სკოლაში დილაადრიანად მივიდა, რათა კარი გაეხსნა, შესასვლელში პატარა ჩვილი იპოვა, რომელიც იქ აშკარად რამოდენიმე საათის მიყვანილი იყო”, ამბობს სოფია კონსტანტელია, ატიკის სოციალური სამსახურების წარმომადგენელი.

მისი თქმით, არ იცის აქვს თუარა ჩვილის დედას რამე ურთიერთობა სკოლასთან, თუმცა, ჩვილი ამ დროისთვის კარგადაა და შესაბამისად უვლიან. საბერძნეთის პოლიცია კამერების ჩანაწერებს ეძებს, რათა ჩვილის დედა იპოვონ.