fbpx
საზოგადოება

“ჩემთვის ჩემი შვილი მსხვერპლია და არა კრიმინალი, მე ბოდიშს ვიხდი” – 17 წლის ბერძენი მკვლელის მამა

ამერიკის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. სროლის შედეგად დაიღუპა 8 ბავშვი და 2 მასწავლებელი, ხოლო 12 დაშავდა. დამნაშავე კი 17 წლის ბერძენი ბიჭია, რომლის მამაც ორი დღის შემდეგ ტელეკომპანია ANT1 TV-სთან საუბრობს.  ის მომხდარს ვერ იჯერებს:

“ჯერ კიდევ არ მჯერა, რაც მოხდა. მე ვგრძნობ სხვების ტკივილს, მაგრამ მეც ძალიან მტკივა. მე დავკარგე ჩემი შვილი, მე ბოდიშს ვიხდი.

რასაც ახლა ვცდილობ, ის არის, რომ ჩემი შვილი სიკვდილით არ დასაჯონ,” განაცხადა მან, ვინაიდან ტექსასის შტატს ჯერ კიდევ აქვს სიკვდილით დასჯის სასჯელი.

“არ მაინტერესებს, თუკი ის მე მომკლავს. ჩემი შვილი არ ყოფილა ასეთი ბავშვი, ის ჩხუბშიც კი არასოდეს ჩაერთვებოდა. მისი საქმიანობა მხოლოდ სპორტი იყო.

მე არ ვიცოდი, რომ მის თავს რაღაც ხდებოდა. ბოლო ღამეს, საჭმელი მოვუმზადე, ერთად მივირთვით. მეორე დილით კი ვკითხე, ასე ადრე რატომ მიდიოდა. მან კი მითხრა: “მიყვარხარ მამა, მივდივარ, მიყვარხარ და შუადღეს გნახავ.”

“ჩემთვის ჩემი შვილი არ არის კრიმინალი, ის მსხვერპლია. მე ვთხოვე პოლიციას, შევეშვი მასთან და უფლება მიეცათ მისთვის მოვეკალი.”

მომხდარით ამერიკულ საზოგადოებაზე მეტად ბერძნული საზოგადოება შეშფოთდა.

კარდიცაში ამბობენ, რომ ბიჭს იცნობდნენ, როგორც მშვიდ ბავშვს, რომელსაც ველოსიპედი და ნაყინი უყვარდა.

onalem

ტესტ