fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ჩემს შვილს ვუმღეროდი, დაბადების დღეს გილოცავ, ევა” – ქალი, რომელმაც ცეცხლისგან 7 ბავშვი იხსნა

მორიგი გმირი ქალი, რომელმაც მატის ტრაგედიისგან 11 წლის 7 გოგონა იხსნა… ელისავეტ პაპადოპულუ Facebook-ის გვერდზე წერს, რომ ის მეგობართან ერთად, თავისი 11 წლის გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდა და სტუმრად კიდევ 6 ამავე ასაკის ბავშვი ჰყავდა.

როგორც ის ამბობს, ბავშვები ნამცხვარს მიირთმევდნენ, მღეროდნენ და თამაშობდნენ, როცა მათ სუნი იგრძნეს. ქალი მიხვდა, რომ კვამლი უახლოვდებოდათ.

გარეთ გამოვიდნენ და დაინახეს, რომ კვამლი კიარა, მათ სიახლოვეს უკვე ცეცხლი იყო.

პაპადოპულუმ ბავშვები დაითვალა, რათა დარწმუნებულიყო, რომ არავინ რჩებოდა და მათთან ერთად ზღვაში გადახტა.

“ისინი მუდმივად მეკითხებოდნენ, დაიხოცებოდნენ თუ არა. ჩვენ კი ვუყვიროდით, რომ ცურვა გაეგრძელებინათ. ბოლოს მივაღწიეთ ისეთ ადგილს, სადაც ნაკლები კვამლი იყო, თუმცა, ყურადღებით ვიყავით, რომ ნაპირიდან ძალიან შორს არ წავსულიყავით. დავინახეთ, რომ იქ ორასამდე ადამიანი იყო, რომელიც ცეცხლსა და კვამლს გაექცა. გვესმოდა მანქანების აფეთქების ხმა. გადარჩენის იმედი მოგვეცა, რაგდან კლდეს მივაღწიეთ. 

შემდეგ ყველამ ღრმად ჩავისუნთქეთ და ჩემს შვილს ვუმღერეთ “დაბადების დღეს გილოცავთ, ევა”.” 

ეს ყველაფერი უბრალოდ დაუჯერებელია.

შემდეგ ვიგრძენით, რომ კვამლი კვლავ მოგვიახლოვდა, ცურვა განაგრძელეთ, ბავშვები კი ისევ გვეკითხებოდნენ, დაიხოცებოდნენ თუ არა. 

წყალში რამდენიმე საათი გავატარეთ, მერე კი სამაშველო ნავი მოგვიახლოვდა, რომელიც გადარჩენილებს ეძებდა. იქ კერძო სკოლის ინსტურქტორები იყვნენ, რომლებიც ყვინთავდნენ კიდეც. 

მათ გადაგვარჩინეს. მე მრცხვენია, რომ ამ სკოლის სახელი არ მახსოვს, რომ მადლობა პირისპირ გადავუხადო. ახლა კოშმარი დასრულებულია.”

onalem

ტესტ