fbpx
საბერძნეთი

“ჩემს შვილს ვეძებ, მინდა ვიცოდე, მკვდარია თუ არა ის” – ხანძარში გაუჩინარებული გოგონას მამა

სასოწარკვეთილი მამა ცრემლებს ძლივს იკავებს და თავისი გოგონას პოვნისთვის დახმარებას ითხოვს. პოპი სიაპკარა ერთ-ერთი ახალგაზრდაა იმ გაუჩინარებული ადამიანებიდან, რომელსაც მატიში ამ დრომდე ვერ პოულობენ. გოგონა მატიში არ ცხოვრობდა, იქ დასასვენებლად იყო ჩასული, ქმართან და შვილთან ერთად.

“ჩემი გოგონა კორინთოში ცხოვრობს. ქმართან და თავიანთ პატარა შვილთან ერთად დასასვენებლად წავიდა და ის ძალიან უიღბლო აღმოჩნდა. იქ პირველად ჩავიდა და ეს მოხდა. არაფერი ვიცი, მაგრამ მინდა დნმ-ის კვალი მაინც ვიპოვო, რომ ვიცოდე, მკვდარია თუ არა ჩემი შვილი, ” ამბობს მამაკაცი.

ცნობილია, რომ პოპი სიაპკარას მცირეწლოვანი შვილი საავადმყოფოში, მამასთან ერთად გადაიყვანეს.

onalem

ტესტ