fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

”ჩემი ხელფასი მხოლოდ საჭმლის საყიდლად მყოფნის” – ბერძენი დასაქმებული

ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს სერიოზული გვერდითი ეფექტები მოჰყვა. მოსახლეობის ის ნაწილიც კი, რომელსაც უმაღლესი განათლება აქვს, ძალიან დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობს.

ამ ადამიანების შემოსავალი საკმარისია მხოლოდ იმისთვის, რომ საკვები იყიდონ. გერმანული ყოველკვირეული გამოცემა Der Spiegel აქვეყნებს მონაცემებს. მაგალითად: 24 წლის სტელინა ანტონიუ, უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, თესალონიკის თეატრის ბარში კვირაში სამი დღე, 12 საათზე მეტი მუშაობს და მისი თვიური შემოსავალი მხოლოდ  240 ევროა.

”არც კი ვფიქრობ, როგორ შემიძლია გამოვიყენო ჩემი ხელფასი. ამ თანხით მხოლოდ საკვების ყიდვას ვახერხებ,” ამბობს სტელინა.

გოგონამ უნივერსიტეტში ბერძნული ენა და ლიტერატურა შეისწავლა, თუმცა მასწავლებლად მუშობის საშუალება არ აქვს.

”თუ 25 წელს ქვემოთ ხარ, ერთადერთი ის შეგიძლია, რომ ბარსა თუ რესტორანში იმუშაო. ბინას 22 წლის მეგობართან ერთად ვქირაობ, რომელსაც იგივე შემოსავალი აქვს, ის მოახლედ მუშაობს. გადასახადებს ერთად ვიხდით, ყველაზე მეტად გათბობის თანხის გადახდა გვიჭირს.”

onalem

ტესტ