fbpx
საბერძნეთი

”ჩემი შვილი მორგში წაიყვანეს” – რას ჰყვებიან მსხვერპლთა ნათესავები მანდრადან

ვანგელი 88 წლის სპირო ხრისულის ძმისშვილია, რომელიც წყალმა მანდრაში, საკუთარ სახლში იმსხვერპლა.

”ჩემი ბიძა თავის სახლში გარდაცვლილი ვიპოვეთ. როდესაც კარი გააღეს და სახლში შევედით ვნახე, რომ უსულოდ იწვა. ასეთ დიდ საშინელებას არ ველოდით,” ამბობს ვანგელი ინტერვიუში.

კატერინამ დაკარგა თავისი 50 წლის შვილი, რომელიც მანდრაში გაუჩინარებულად პირველი დასახელდა. მისი გვამი გუშინ ღამით გეფირაკის ტერიტორიაზე იპოვეს, მისი სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით.

”არ მჯეროდა, რომ ჩემი შვილი საკუთარ სახლში დაიხრჩო. მათ მისი სხეული სახლიდან მოშორებით იპოვეს. არ მინდოდა დამეჯერებინა, ის ნიაღვარმა იმსხვერპლა. დღეს დილით კი მორგში წავედი.”

გაუჩინარებულია 28 წლის ბიჭი. მისი დეიდა ამბობს, რომ ბიჭის მანქანა წყალში იპოვეს, თუმცა, თავად მისი პოვნა ვერ ხერხდება.

”ჩემს დისშვილს უიმედოდ ვეძებთ. თუ ვინმემ რამე იცის მის შესახებ, ძალიან ვთხოვთ, რომ გვითხრას. პეტრო 29 წლისაა. მან სახლი ხუთშაბათს დაახლოებით დილის 06:00 საათზე დატოვა.”

onalem

ტესტ