fbpx
საზოგადოება

“ჩემი ქმრის ხელში თავს წარმოუდგენლად ქალურად ვგრძნობ” – ელენა პაპარიზუ

ჟურნალი OK! არსებობის მე-13 წელს აღნიშნავს და სწორედ დღეს, 28 ნოემბერს, გამოვიდა ნომერი, რომლის გარეკანზეც ერთადერთი და განუმეორებელი ელენა პაპარიზუა გამოსახული. ის ჟურნალისთვის პირველად გადაიღეს. ბერძენმა ვარსკვლავმა და Voice-ს ჟიურის წევრმა იოანა ძეძუნის კამერის წინ იპოზიორა.

პაპარიზუმ ანდრეას კაფსალიზე ქორწინების შესახებაც ისაუბრა: “მე მივიღე ცოტა, მაგრამ იმაზე მეტი, ვიდრე ვიმსახურებ.”

– ყოფილა შენს ცხოვრებაში მომენტები, როდესაც სიბნელეში ცხოვრობდი, თუ ყოველთვის სინათლეს ირჩევდი?

ჩვენ ყველა სხვადასხვა ფაზას გავდივართ. მნიშვნელოვანია ის, რომ ვიპოვოთ სინათლე ჩვენს ცხოვრებაში, რადგან თუკი პოზიტიურად ფიქრობ, ღმერთი წაგიყვანს ამ გზით.

– ახლა განსაკუთრებით ნათელი ჩანს შენი ცხოვრება…

დიახ, ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ, რადგან ეს ყველაფერი გავაცნობიერე და ასევე ის, თუ რამდენი შემიძლია გავაკეთო ადამიანებისთვის, რომელთაც მართლა ვუყვარვარ.

– ცოტა ხნის წინ სასამართლოში იყავი, რაც შენთვის უპრეცენდენტოა. ფიქრობ, რომ ამან შენზე არსებული საჯარო წარმოდგენა შეცვალა?

მე მინდა მადლობა გადავუხადო ბერძნულ მართლმსაჯულებას, რადგან გამამართლეს. და მე მჯერა სამართალის. მხოლოდ ეს არის, რისი თქმაც მინდა ამასთან დაკავშირებით.

როგორც ჩემი საყვარელი ნიკოს კარველასი ამბობს, სიყვარული არ უნდა ეძებო, ის თავად გიპოვის. მეც ასე მჯერა… სიყვარული ლატარიაა ჩვენს ცხოვრებაში.

– ანდრეაში ყველაზე მეტად რას აღმერთებ?

ის წარმოუდგენლად ზრდილობიანი და მოსიყვარულეა. მის ხელში თავს წარმოუდგენლად ქალურად ვგრძნობ.

 

onalem

ტესტ