“ჩემი მეგობრები საქართველოდან “მთას” მეძახდნენ, რადგან შემიძლია გავხდე ჯიუტი და ცივი” – თამთას ახალი ინტერვიუ

თამთამ ბერძნულ ჟურნალ “Celebrity”-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ისაუბრა პირად ცხოვრებასა და სირთულეებზე, რომლებიც წარმატების გზაზე შეხვდა. როგორც ბერძნული მედია წერს, ჰიპერნიჭიერი თამთა სრულიად სხვა თვალით დავინახეთ. მან გაამხილა თავისი ზედმეტსახელიც, რომელიც საქართველოში შეარქვეს.

– როგორ ატარებ თავისუფალ დროს დედასთან და შენს გოგონასთან ერთად?

განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებთ, მივდივართ ყავის დასალევად ან კინოში. ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც მათ ეხებათ და ვარ არა მხოლოდ დედა, არამედ ჩემი შვილის მეგობარიც.

– ახლახანს ამერიკაში იყავი. გიფიქრია კარიერის იქ გაგრძელებაზე?

   რატომაც არა, ამ მომენტში მუსიკალური ინდუსტრია მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა, კონკურენცია კი დიდია. ამას არ გამოვრიცხავ, ასევე არ გამოვრიცხავ რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. მე შემეძლო ოდესღაც წავსულიყავი ამ მიმართულებით, მაგრამ პატარა ბავშვი მყავდა. ვფიქრობ, ეს რთული იქნება, მაგრამ წინასწარ არასოდეს იცი, რა მოხდება.

– რაში პოულობ  ძალას, რომ ცხოვრების გზაზე შეხვედრილ სირთულეებს გაუმკლავდე?

შეიძლება ეგოისტურად ჟღერდეს, მაგრამ ჩემს თავში, შიგნით ვპოულობ. თუმცა, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებიც მაძლევენ ძალას. მე მყავდა დედა, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო, ხოლო შემდეგ მე გავხდი დედა და გავხდი უფრო ძლიერიც.

– წარსულში რამეს შეცვლიდი?

არაფერს… ცხადია, ყველაფერი ბრწყინვალედ არ წასულა, იყო შეცდომებიც და სირთულეებიც, მაგრამ აქედან ბევრი ვისწავლე. არსებობს მიზეზი, რატომ არის ჩვენს ცხოვრებაში ყველანაირი მომენტები.

-პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებში როგორ გრძნობ თავს?

   მე აქტიური ადამიანი ვარ და ლოგიკურად, ვინც ჩემს გვერდით არის, ისიც ასეთი უნდა იყოს. მე მგრძნობიარე და ჩაკეტილი ვარ, მაგრამ თუ მჭირდება, შემიძლია გავხდე ჟიუტი და ცივი, ჩემი მეგობრები საქართველოდან “მთას” მეძახდნენ, რადგან ჩემი სახელის დაბოლოება ასეთია, “მთა”.

– რა არის გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნების საიდუმლო?

   ვფიქრობ, ეს პატივისცემა და გაგებაა. ასევე, უნდა მისცე მეორე ადამიანს თავისი სივრცე. მე მიყვარს თავისუფლება და ეს ლოგიკურია.


– ოცნებობ რამეზე?

   ვოცნებობ, ვისახავ მიზანს და ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება შემიძლია. იყო ისეთი მომენტები ჩემს ცხოვრებაში, როდესაც სინათლეს ვერსად ვხედავდი, მე ვმღეროდი ჩემთვის და ვგრძნობდი ენერგიას, ძალას. საქართველოში ვინმეს რომ ეთქვა, რომ ოდესმე სცენაზე დავდგებოდი, ეს ნამდვილად გამაგიჟებდა. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, სცენაზე ავედი და გავაცნობიერე, რამხელა ძალა აქვს შთაგონებას. ეს გააკეთა დედაჩემმა ჩემთვის, მე კი ჩემი გოგონასთვის გავაკეთებ. უნდა იოცნებო და იქ, სადაც შენი ფანტაზია მთავრდება, უნდა გააგრძელო გზა, რადგან ყველაფერი შესაძლებელი.

melano

ტესტ