fbpx
საბერძნეთი

“ჩემი კარიერის მანძილზე უმძიმესი საქმე, უმრავლესობა დაიწვა” – გამომძიებელი ატიკის ხანძრის შესახებ

გამომძიებელ ელიას ბოიოკას განცხადებები, რომელიც მატიში, ხანძრის მსხვერპლთა საქმეებს იკვლევს, უმძიმესია. “ჩემთვის ეს ყველაზე რთული იყო”, – განაცხადა ტელევიზიებთან ბოიოკასმა, რომელიც ადრე სამინასა და ჰელიოს ავიახაზების, რეისი N522-ის საქმეზე მუშაობდა.

ამ ეტაპზე 75 დაღუპულის აუტოფსიაა ჩატარებული და გამომძიებელი ვარაუდობს, რომ პროცესი ხვალ დასრულდება. თუმცა, მას ეშინია, რომ უფრო მეტი დაღუპული აღმოჩნდება, რადგან სამაშველო ბრიგადას ჯერ კიდევ არ შეუმოწმებია ყველა დამწვარი სახლი.

გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვები, მაგრამ მათი ზუსტი რიცხვი აუტოფსია დასრულების შემდეგ გამოცხადდება. დაზარალებულთა 75% ამოცნობა შეუძლებელია, რადგან მთლიანად დაიწვნენ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ზღვაშია ნაპოვნი, ამოცნობადია.

ბატონი ბოიოკას განმარტებით, აღმოჩენილია ისეთი ნივთები, როგორებიცაა საქორწინო ბეჭდები და ჯვრები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ გარდაცვლილთა სხეულები ნათესავებს გადასცენ, რადგან კანონი მოითხოვს დნმ-ის იდენტიფიცირებას.

ნათესავების 90%მა უკვე მისცა გენეტიკური ნიმუში. დაზარალებულთა იდენტიფიცირება კი რამდენიმე საათს მოითხოვს, რადგან ეს დამოკიდებულია გენეტიკური მასალის “სირთულეზე”, გარდაცვლილთა ძვლებიდან ამოღების შემთხვევაში, საჭიროებს 24 საათიანი ინტერვალს.

SKAI- ის სატელევიზიო სიუჟეტის თანახმად, გერმანიიდან ათენში უახლოეს დღეებში ჩამოდის სპეციალური სამსახური, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა და ავარიების მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის.

onalem

ტესტ